შრომაში წერილობითი ისტორიული წყაროებისა და საარქივო მასალების საფუძველზე განხილულია მეზობელი ხალხების – ქართველებისა და ვეინახების – მრავალმხრივი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა, მათი ერთობლივი ბრძოლები უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია ქართული კულტურის გავლენა ვეინახთა კულტურის განვითარებაზე. აღწერილია ის გზა-ბილიკები და მოსაზღვრე უბნები, რომლებითაც ეს ხალხები ერთმანეთს უკავშირდებოდა.

