ნაშრომში გაკრიტიკებულია ეროვნული საკითხის ტრადიციული საბჭოური გაგება. ლაპარაკია ეროვნულ თვითშეგნებაზე, ხასიათზე, ერის წარმოშობის პირობებსა და დროზე, როგორც საერთოდ, თეორიულ პლანში, ისე კონკრეტულად – ქართველობის მაგალითზე, ცალკე თავი ეძღვნება ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და მიხაკო წერეთლის ნააზრევს მოცემულ საკითხზე.