,,სამეცნიერო ნაშრომი „კოდორული სვანური (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები)“ გამოირჩევა პრობლემის აქტუალობითა და სიახლით. მართალია, სპეციალურ ლიტერატურაში ჩვენ გვქონდა არაერთი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოკვლევა სვანური ენის სტრუქტურის შესახებ, მაგრამ გარდამავალი დიალექტის შესწავლა კომპლექსურად პირველად განხორციელდა; ამაზე ნათლად მეტყველებს ნაშრომის შინაარსი რომელშიც, გარდა ლექსიკონისა, წარმოდგენილია მეტად საყურადღებო დაკვირვებები ქართველოლოგიის სხვადასხვა უბნიდან კოდორელთა ბალსზემოური (იშვიათად ბალსქვემოურიც) მეტყველების ანალიზის მიხედვით" – მერაბ ჩუხუა, რუსუდან ზექალაშვილი.