ნაშრომში განხილულია საქართველოს მთიან რეგიონებში არსებული ისეთი მტკივნეული პრობლემები, როგორებიცაა: არსებული რესურსების გამოყენება, დემოგრაფიული მდგომარეობა, ბუნებრივი სტიქიური კატასტროფული მოვლენები, პალეოგლაციოღვარცოფული პროცესები, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის (ბუნებრივი საკვები, მეძროხეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, მეცხენეობა, მექათმეობა, მეთევზეობა, მემარცვლეობა) განვითარებაში არსებული ნაკლოვანებები, ტყეთა მდგომარეობა, სამთო მექანიზაცია, ეკოლოგიური პროცესები, ენერგეტიკის საკითხები, ტურიზმი. მითითებულია ამ პრობლემათა მოგვარებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებები.