,,წინამდებარე ნაშრომი შეცვლილი სახელშეკრულებო გარემოებებით განპირობებული ვალდებულების შესრულების გართულებისა და შეუძლებლობის, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლებისა და ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი სამართლებრივი კონცეფციების კვლევას ეძღვნება. შეცვლილი გარემოებების პრობლემატიკის შესწავლა კი პირდაპირ მიემართება ვალდებულებითი სამართლის ცენტრალური მნიშვნელობის ფუნდამენტურ კატეგორიებს ვალდებულების შესრულების, დარღვევისა და თანამდევი მეორადი მოთხოვნის უფლებების სახით. აღნიშნული კი იმთავითვე განაპირობებს ნაშრომის მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებას".