როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი "ანტიგაყიდვები", რომელსაც "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.