,,2018 წელს არა მხოლოდ საქართველოს პირველ რესპუბლიკას შეუსრულდა 100 წლისთავი. წელი საიუბილეო თარიღი იყო საქართველოში დაარსებული პირველი სამეცნიერო ფილოსოფიური საზოგადოებისთვისაც, რომელიც იოანე პეტრიწის საფილოსოფიო საზოგადოების სახელს ატარებდა და რომლის დაარსების არათუ წელი, არამედ დღეც კი ემთხვევა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამდენად, წინამდებარე კრებული სწორედ ქართული ფილოსოფიური საზოგადოებისთვის ამ ისტორიული თარიღის მეხსიერებას უკავშირდება, ხოლო ვინაიდან საქართველოში ფილოსოფიური აზროვნება პეტრიწის პროკლესეული კომენტარით იწყება, კრებულში გაერთიანებული სტატიებიც სწორედ ნეოპლატონიზმიდან ფილოსოფიური აზრის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმოცენებული ინტერპრეტაციების შედარებასა და შეჯერებას ისახავს მიზნად. კრებული ეძღვნება ადამიანს, რომლის მიერ საქართველოში ფილოსოფიის შესწავლისთვის გაწეული ძალისხმევისა და გაზიარებული ცოდნის გარეშე ამ უკანასკნელის არსებობაც, ისევე როგორც 1990-იან წლებში პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების აღდგენა, შეუძლებელი იქნებოდა – პროფესორ გურამ თევზაძის ხსოვნას" – თამარ ცოფურაშვილი.