ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ინგლის-საქართველოს ურთიერთობა, 1918-1921 წ.წ.

გამოცემის წელი1995
გამომცემლობამერიდიანი
რედაქტორიილია ტაბაღუა

,,ცნობილი მიზეზების გამო პირველი მსოფლიო ომის შემდეგი ისტორიული პროცესები ე.წ. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ტენდენციურად, ცალმხრივადაა გააზრებული. შესაბამისად დამახინჯებულადაა გაშუქებული 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია, ხოლო ინგლის-საქართველოს ურთიერთობა აღნიშნულ პერიოდში საერთოდ არასრულფასოვნადაა შესწავლილი. ავტორი იძლევა რა საბჭოური ისტორიოგრაფიის წიგნების, დოკუმენტების, კრებულების კრიტიკულ შეფასებებს, იყენებს ის მათ ძირითად მიღწევებს, ეყრდნობა ქართული ემიგრანტული ისტორიოგრაფიის ბრწყინვალე შედევრებს და სათანადო მეცნიერული აპარატის საშუალების, უხვი საარქივო, სამუზეუმო, პერიოდული პრესის და სხვა საისტორიო მასალების საფუძველზე ცდილობს ახლებურად, ობიექტურად გააშუქოს ორი ქვეყნის ურთიერთობის ადრე გაყალბებული მრავალრიცხოვანი ისტორიული მოვლენების ფართო სპექტრი" – ილია ტაბაღუა.