მონოგრაფიაში განხილულია მინის ჭურჭელი შუა საუკუნეთა საქართველოში. დეტალური ქრონოლოგიურ-ტიპოლოგიური ანალიზისა და ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევის შერწყმისა და კონკრეტული ისტორიული ვითარების, აგრეთვე, კავკასიისა და, საერთოდ, აღმოსავლეთის თუ დასავლეთის მინის წარმოების გათვალისწინებით გაკეთებულია ზოგიერთი დასკვნა ქართული მინის წარმოების ისტორიის განვითარების საკითხებზე. ნაჩვენებია მინის წარმოებისა და ნაწარმის როლი საქართველოს ნივთიერ კულტურასა და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში.