წინამდებარე ნაშრომი არის თანამედროვე პირობებში რეგიონული განვითარების ანალიზის და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული რაკურსით გააზრების მცდელობა. ნაშრომში წარმოდგენილია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის საკვანძო საკითხები: ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისადმი მიდგომები, ფისკალური დეცენტრალიზაციის გამოწვევები, რეგიონული უთანაბრობები და ტერიტორიული განვითარება, რეგიონების რანჟირებისადმი დამოკიდებულება ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური საქმიანობა COVID-19-ის პირობებში, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის რეგიონული შესაძლებლობები.