წინამდებარე სახელმძღვანელოში ავტორები შეეცადნენ მდიდარ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, განეხილათ შედარებითი მენეჯმენტის პრინციპული საკითხები კლასტერიზაციის საფუძველზე. ავტორები ეყრდნობიან კლასტერული კლასიფიკაციის ყველაზე უფრო მიღებულ და უკვე აპრობირებულ მეთოდს ქვეყნების ეკონომიკების გახსნილობისა და გამჭვირვალეობის დონეს და კლასტერების შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების შეფასებას კლასტერის გეოგრაფიული ცენტრიდან დაშორების მიხედვით. კლასტერულ ჭრილში განხილულია თუ რამდენად ახლოსაა ამა თუ იმ ქვეყნის მენეჯმენტი კლასტერის შიდა დამახასიათებელ მაჩვენებელთან, რომლის შემადგენლობაშიც მოიაზრება.