ნაშრომში განხილულია აგროსამრეწველო კომპლექსში ეკონომიკური საქმიანობის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული პრობლემები, გამოვლენილია საკუთრებით ურთიერთობათა როლი სასურსათო პრობლემის გადაჭრაში, გაანალიზებულია ფერმერულ მეურნეობათა ტიპები და დასაბუთებულია მათი განვითარების შესაძლებლობები. გაანგარიშებულია წარმოების პროგნოზული პარამეტრები და შეფასებულია მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები. დასაბუთებულია მართვის ორგანიზაციულ-სამეურნეო სტრუქტურა და დასახულია მისი სრულყოფის მიმართულებები.