,,წინამდებარე ნარკვევები ეხებიან ჩვენგან დაშორებულ ხანას, მაგრამ ისეთს, როცა საქართველოს ცხოვრება წარმოადგენდა სურათს, მერმინდელ თაობათათვის აზრითაც მიუწვდომელს. ამ ეპოქამ ქართველების ხსოვნაში და გადმოცემებში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა, და ჩვენს დროს მათ შორის გაღვიძებულმა ცნობისმოყვარეობამ ეს წარსულიც ერთ-ერთ თავის საგნად აქცია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ წიგნში მოთავსებული და განხილული ცნობებიც ზედმეტად არ ჩაითვლებიან. ზოგიერთი შენიშვნა განგებ შემოკლებულია, და თავად ნარკვევებში საკითხები ხშირად გაკვრით არის აღძრული; მათი უფრო დაწვრილებით გადმოცემა წიგნს უზომოდ გაზრდიდა და მკითხველისათვისაც უფრო მძიმე აღსაქმელი გახდებოდა" – ზ. ავალიშვილი.