„მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.
ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში“ – გელა ჩარკვიანი.