წიგნი ორიგინალურად და სახალისოდ მოგვითხრობს უნიკალური სოციალური მოძრაობის შესახებ. ქართული სოციალ-დემოკრატია მსოფლიოში პირველი მარქსისტული მოძრაობა იყო, რომელმაც გლეხთა მასობრივი მხარდაჭერა მოიპოვა. მოგვიანებით მსგავსი მოვლენები ჩინეთსა და ვიეტნამშიც გავრცელდა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამ მოძრაობას რევოლუციისა და სამოქალაქო ომის პირობებში სოციალ-დემოკრატთა წარმატებული ხელისუფლების დამყარება მოჰყვა. ქართველებმა მოახერხეს სოციალიზმის, დემოკრატიისა და ზომიერი, ტოლერანტული ნაციონალიზმის შერწყმა. საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი მრავალ სასარგებლო გაკვეთილს გვთავაზობს.