წინამდებარე კრებული ქართულ ნაციონალურ და კულტურულ იდენტობასთან და მეხსიერების ადგილებთან დაკავშირებულ კომპლექსურ და მრავალმხრივ საკითხებზე ქართველი მეცნიერების აკადემიური თანამშრომლობის შედეგია. კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ.