ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ვოროშილოვგრადი

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაინტელექტი

რომანი „ვოროშილოვგრადი“ ბესტსელერად იქცა გამოცემისთანავე და იმავე წელს გახდა BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებული. რომანი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე. რომანის მთავარი გმირი –გერმანი, ერთ დღეს იგებს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა და მიემგზავრება დონბასში – თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული და დასახლებულია მეგაზეებით, ბოშებითა და კონტრაბანდისტებით. გერმანის ცხოვრება მთლიანად იცვლება, მას, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაითრევენ მაფიოზური საქმის გარჩევებში, ჩახლართულ ურთიერთობებსა და ფანტასტიკურ ხეტიალში – რეალურსა თუ სიზმრისეულში. ქორწილები, დაკრძალვები, სხვადასხვა რიტუალი და ადათ-წესი, მითებით შეკაზმული წარსულისა და აწმყოს აბსურდები, მატერიალური და მისტიკური სამყაროების სიახლოვე – აი, ეს არის „ვოროშილოვგრადი“, რომელიც ამქვეყნად ყველას თავისი აქვს.