წიგნში განხილულია თბილისის ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებისა და განვითარების გზა 1921 წლიდან 1934 წლამდე, გაანალიზებულია ცალკეული მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, დახასიათებულია მათი მხატვრულ-სტილისტური და ტექნიკურ-ეკონომიკური ასპექტები. წიგნის ბოლო ნაწილში წარმოდგენილია თბილისის ქალაქთგეგმარების მეცნიერული საფუძვლები.