„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.