,,მე-20 საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წინამდებარე წიგნი „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“ გამორჩეული ნაშრომია ეკლესიის ზოგადი ისტორიის შესახებ. წიგნის გამორჩეულობა განპირობებულია ავტორის შესანიშნავი უნარით, ნათლად გადმოსცეს ის, რაც, მისი აზრით, უმთავრესია ეკლესიის ისტორიაში: „ეკლესია ისტორიაში ცხოვრობს, ამ მუდმივ მოძრაობაში, ცვლილებებში; მდინარება და „სიკვდილი და დრო სუფევს ქვეყნიერებაზე“! უკვე შესულია მარადისობა, რომ ნაპოვნია ლოდი, რომელიც ამ „მაგრამ მხოლოდ ეკლესიამ იცის, რომ ისტორიაში დაუსრულებელი მდინარებიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს, რათა დავამარცხოთ ის და საზრისი შევძინოთ მას. რადგან თავად ეკლესიაა ეს ლოდი და დაფუძნებულია „ქრისტეს შეურყეველსა ზედა კლდესა". ქრისტე ცხოვრობს ეკლესიაში, ხოლო ქრისტე „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13:8), და ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრებისას ეკლესია უკვე არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღმერთკაცობრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ერთდროულად გზაშია და ევნება გრძელი გზის ხვატისა და მტვრისაგან, მაგრამ უკვე სამშობლოშია; ჯერ კიდევ მიწაზეა, მაგრამ უკვე ზეცაშიცაა" – ოთარ ზოიძე, ფრიდონ საყვარელიძე.