„„ევქარისტია“ მეოცე საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და ღვთისმეტყველის “– პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ცხოვრების წიგნია. შეიძლება ითქვას, რომ მას ავტორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე წერდა. ამ წიგნს ასწავლიან ყველა მართლმადიდებლურ სემინარიასა თუ აკადემიაში. მას გვერდს ვერ უვლიან ვერც სხვა დენომინაციის ქრისტიანული სასწავლებლები, თუ საერო უნივერსიტეტები. „ევქარისტიის“ – მთელი მისი ცხოვრების, მთელი მისი ლიტურგიკული და სამოძღვრო გამოცდილების წიგნის – უპირველესი მიზანია, აღადგინოს ლიტურგიის ჭეშმარიტი სახე, რომელიც ძალიან ხშირად დაბინდულია მისი ვერგაგებითა და მის მიმართ არასწორი მიდგომით" – ოთარ ზოიძე, ფრიდონ საყვარელიძე.