პოლონელმა მწერალმა ჰენრიკ სენკევიჩმა ნობელის პრემია საყოველთაოდ გახმაურებული რომანისთვის ,,ვიდრე ჰხვალ" მიიღო. მისმა შემოქმედებამ თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება პატრიოტული სულისკვეთებით, ტრადიციისა და, ზოგადად, იდილიურ გარემოში მცხოვრები ადამიანის მიმართ სიყვარულით. სენკევიჩმა ბევრი იმოგზაურა ევროპასა და აფრიკაში.
რომანი უდაბნოსა და ჯუნგლებში ამ მოგზაურობათა შთაბეჭდილებითაა განპირობებული. მწერალი ევროპული ცივილიზაციიდან ველურ აფრიკაში, პირველყოფილ ბუნებაში და ადამიანთა სრულიად განსაკუთრებულ საზოგადოებაში აღმოჩენის თავისებურებებზე მოგვითხრობს.