ნაშრომის პირველ ნაწილში კრიტიკულად გაანალიზებულია „დადებითი ყოვლადიმთლიანობის" რუსული რელიგიური ფილოსოფია. აანალიზებს რა ზემოთ მითითებულ რელიგიურ მოაზროვნეთა თეო-ფილოსოფიურ, ონტოლოგიურ, კოსმოლოგიურ და ისტორიოსოფიურ შეხედულებებს, ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „დადებითი ყოვლადიმთლიანობის" რელიგიური ანთროპოლოგიის მარქსისტულ კრიტიკაზე. ნაშრომის მეორე ნაწილი წარმოადგენს რუსული რელიგიურ-ეგზისტენციალური ფილოსოფიის კრიტიკულ ანალიზს.