კრებული წარმოადგენს გამოჩენილი ქართველი ეთნოლოგის მიხეილ გეგეშიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა ტექსტებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 12 ივლისს ჩატარდა. მიხეილ გეგეშიძეს წილად ხვდა ბედნიერება ქართული ეთნოლოგიის სათავეებთან მდგარიყო, უფრო მეტი, ის საქართველოში სოციოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. კრებულში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები ქართული ეთნოლოგიის საჭირბოროტო საკითხებს ეძღვნება; ბუნებრივია, დიდი ადგილი ეთმობა თავად მიხეილ გეგეშიძის შემოქმედებას.