წიგნი სამი ძირითადი მონაკვეთისაგან შედგება. პირველი ნაწილი მიძღვნილია დვალთა ეთნიკური ვინაობისადმი, რადგან ეს პრობლემა უშუალოდ კავშირშია საქართველოში ოსთა მიგრაციასთან. მეორე მონაკვეთი ეთმობა ოსთა საქართველოში გადმოსახლების ისტორიოგრაფიას, მესამეში კი უშუალოდ გადმოცემულია აღნიშნული პროცესის არც თუ ძნელად ასასახავი სურათი.