კრებულში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნეების ქართველი, აფხაზი, ოსი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მწერალთა ავტობიოგრაფიები. ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანი წყაროა არა მხოლოდ მწერალთა ბიოგრაფიების, არამედ ლიტერატურული მიმდინარეობების, უცხოელ მწერლებთან ურთიერთობების და სხვა საინტერესო მოვლენების შესასწავლად.