წიგნში გაანალიზებულია მეოცე საუკუნის ქართული ლირიკის გამოჩენილი ოსტატის – პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. მდიდარი საარქივო დოკუმენტების, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე მონოგრაფიაში შეფასებულია მწერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ცალკეული მომენტები, სიღრმისეულადაა წარმოჩენილი პოეტის ღვაწლი ქართული მწერლობის ისტორიაში.