ხელმისაწვდომ პირველწყაროებსა და სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით წიგნში დაწვრილებითაა მოთხრობილი პეტრე ხარისჭირაშვილის თაოსნობით 1861 წელს სტამბოლში დაფუძნებული ქართული სავანის ისტორია, წარმოჩენილია ის დიდმნიშვნელოვანი მამულიშვილური წვლილი, რომელიც ხსენებულ სავანეში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს აქვთ შეტანილი ჩვენი კულტურის ისტორიაში. წიგნში ასევე დიდი ადგილი აქვს დათმობილი თურქეთში მოღვაწე ჩვენებურების – ახმედ ოზქანისა (მელაშვილისა) და ისმაილ ყარას (შავიშვილის) ცხოვრებისა და საქმიანობის ჩვენებას; არგუმენტირებულადაა გაანალიზებული არაქართულ გარემოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ეროვნული ცნობიერების განმსაზღვრელი არსებითი მხარეები და მათი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები.