წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართველი მღვდელმთავრისა და მამულიშვილის, ქართული ეკლესიის მანათობელ ვარსკვლავად აღიარებული სასულიერო მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ცხოვრება და საზოგადოებრივი ღვაწლი, გაანალიზებულია მისი სიტყვები და მოძღვრებები რომელთაც მღვდელმთავარი უქადაგებდა მრევლს ეპისკოპოსად თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის დროს.