ქეთევან ბეზარაშვილის ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავს წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის არალიტურგიკული ჰიმნოგრაფიული შემოქმედების ძველი ქართული ვერსიის ყოველმხრივ მეცნიერულ შესწავლას, იბეჭდება ორ ტომად. პირველი ტომი შეიცავს გამოკვლევას, სხვადასხვა საძიებლებისა და ცხრილების დართვით. მეორე ტომი კი დაეთმობა მკვლევრის მიერ დადგენილ კრიტიკულ ტექსტებს.