,,ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და… ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს".