,,წიგნი უდიდესი გერმანელი მოაზროვნის, მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს, თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადსა და თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს ეძღვნება. ჰაიდეგერის ნააზრევთან ერთად მოთხრობილია ავტორის შეხედულებები. ნაწარმოების მთავარი ხაზი ადამიანია, სადაც აღწერილია, ღმერთს მოკლებულ სინამდვილეში როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი თავი. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ჰაიდეგერის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებზე".