მონოგრაფიაში განხილულია მომლოცველობისა და რელიგიური ტურიზმის განსაზღვრა თანამედროვე მეცნიერებაში, რელიგიური ტურიზმის ფორმები და მიმართულებები, მომლოცველობის ისტორიული ასპექტები, რელიგიური ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რელიგიური ტურიზმის საერთაშორისო მახასიათებლები, რელიგიური ტურიზმის სამართლებრივი ასპექტები, რელიგიური ტურიზმი სხვადასხვა რელიგიაში. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მსოფლიოში მომლოცველობის ძირითად რეგიონებზე, ტურისტული რელიგიური ობიექტების მენეჯმენტის პრობლემატიკაზე, რელიგიური ტურიზმის მარკეტინგის მსოფლიო გამოცდილებაზე და სხვ.