ალბომში „ოკუპირებული მემკვიდრეობა" პირველად იხილავთ ერთად თავმოყრილ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საკულტო ნაგებობებს, რომელთა უმეტესობის ფოტო პირველად ქვეყნდება. ალბომში, ასევე, პირველად იბეჭდება ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ფოტომასალა, სადაც მრავალი საკულტო ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. ახალი ფოტო-ფაქტები ქვეყნდება საარქივო ფოტოებთან ერთად, რაც შედარებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.