,,როგორც თავად მირჩა ელიადე გვამცნობს წინამდებარე წიგნის შესავალში, ავტორს პატივმოყვარეობის გამოვლენის შიშმა არ მიაცემინა მისთვის ქვესათაურად „ისტორიის ფილოსოფიის შესავალი“, თუმცა ეს მისი ერთ-ერთი ადრეული ნაშრომი (იგი 1947 წელს დაიწერა რუმინულ ენაზე) მის ფუნდამენტურ მონოგრაფიათა შორის ნამდვილად იმსახურებს ამ შინაარსის ქვესათაურს. მართლაც, წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა უძღვოდა (ან უფრო, რა უძღვის) ისტორიის, როგორც დროში ცვალებად ხდომილებათა პროცესის აღქმას ტრადიციული ადამიანის მიერ; როგორ აღიქვამდნენ ისტორიამდელი ე. წ. პრიმიტიული საზოგადოებები ხდომილებებს და ინდივიდუალურ ქმედებებს, რომლებიც ავსებდნენ მათ ცხოვრებას" – ზურაბ კიკნაძე.