სახელმძღვანელოში განხილულია ელექტროენერგეტიკის ძირითადი ნაწილის – ელექტრომომარაგების სისტემის სტრუქტურა, ელექტროენერგიის ხარისხისა და მისი უზრუნველყოფის, ელექტრომომარაგების სისტემის ძირითადი ელექტრული დანადგარების, რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის, ძაბვის რეგულაციისა და სხვა საკითხები. განხილულია სამრეწველო საწარმოთა ელექტრული დატვირთვები და ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკები, საწარმოს ქვესადგურები და მათი ელექტრული შეერთების სქემები, ელექტრომომარაგების სისტემის ძირითადი ენერგეტიკული პარამეტრები და მისი საიმედოობის საკითხები.