,,თქვენს წინაშე მართლაც უცნაური წიგნია, წიგნი, რომლის უცნაურობას ბოლომდე ვერც კი ახსნი. აქ იმის თქმით დავკმაყოფილდეთ, რომ ეს არის წიგნი წიგნზე, ან: წიგნებზე. კერძოდ, ეს არის წიგნი მავანი ავტორის – ვაკუშის წიგნების ბედზე, უფრო სწორად, უბედობაზე. მთელი მოქმედება ფაქტობრივად ავტორის წარმოსახვაში და მის მიერ მანამდე დაწერილი ავტობიოგრაფიული ტექსტის შიდა სივრცეში ხდება. ამ წიგნის მთავარი გმირი თავად ავტორია. ავტორი, სახელად ვაკუში. მთავარია ის თავისი მნიშვნელობით: როგორც შემოქმედი მხატვრული ტექსტისა".