,,ვინც რეალიზმს გაურბის და ძალიან თანამედროვე მატერიალიზმსა თუ ფილოსოფიურ ფანტასმაგორიას ეძებს, მან სწორედ გივი მარგველაშვილის მინიატურების კრებული „მე წიგნის გმირი ვარ“ უნდა წაიკითხოს. აქ ისეთი ამბები ხდება, რომ შეიძლება გაოცებისაგან სუნთქვა შეგეკრათ. მაგალითად, ჰეროდე ვეღარ ჟლეტს ბეთლემელ ჩვილებს, ისაკი კი მანამდე გარბის, ვიდრე აბრაამი დანას აღმართავს... განსაკუთრებით კი ლექსი „ჰამლეტად ყოფნა თუ არყოფნა“ გაგამდიდრებთ. ამ უჩვეულო მინიატურას „საუკუნის ლექსს“ უწოდებენ. ნაირა გელაშვილის წინათქმა კი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ დიდი გერმანულენოვანი მწერლის, პოეტისა და ფილოსოფოსის მართლა უჩვეულო სამყაროში".