გამოჩენილი გერმანელი მწერლის ლიონ ფოიხტვანგერის სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში. მისი შესანიშნავი რომანები თარგმნილია კაცობრიობის თითქმის ყველა კულტურულ ენაზე.
ლიონ ფოიხტვანგერის შემოქმედებითი სიმწიფის ხანა დაემთხვა გერმანიაში ფაშიზმის ბატონობას. ბუნებრივია, რომ სახელგანთქმული მწერალი, ისევე, როგორც მაშინდელი გერმანიის ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, განუდგა ფაშიზმს და წავიდა გერმანიიდან. ამ დროიდან მოყოლებული იგი თავისი კალმით დაუნდობლად ებრძოდა ჰიტლერის ძალმომრეობას. მის მოთხრობებსა და რომანებში დიდი სიმართლითაა ასახული ფაშისტური რეჟიმის მთელი საშინელება.
ფოიხტვანგერის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია ისტორიული რომანი, მაგრამ ისტორია მისთვის თვითმიზანი არ არის. მწერალს, უპირველეს ყოვლისა აწუხებს თანამედროვეობის მტკივნეული საკითხები და მისი ისტორიული რომანების უმრავლესობა სწორედ ამ თანამედროვეობის მტკივნეულ საკითხებს ეხმაურება.
ასეთ ნაწარმოებთა კატეგორიას მიეკუთვნება. „ცრუ ნერონიც“ (1936). ამ რომანში აღწერილია ისტორიული ფაქტი, ამბავი ერთი მექოთნისა, რომელიც იმპერატორობას მიელტვოდა.