ბუნების დაცვის საფუძვლების წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ძირითადად იმ კურსს, რომელსაც ავტორები წლების მანძილზე კითხულობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. სახელმძღვანელოში განხილულია ბუნების რესურსების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, წიაღის, ნიადაგების, მცენარეულობის, ცხოველთა სამყაროსა და ბუნებრივი ლანდშაფტების გონივრული დაცვა და მათი უკეთ გამოყენების გზები; აგრეთვე მოცემულია ბუნების დაცვის მოკლე ისტორია და მისი თეორიული საფუძვლები.