პირველი კლასის მუსიკის საგნის სწავლების სახელმძღვანელო წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნით, რომელიც დაყოფილია თავებად. თითოეული თავში შესულია სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო თემები და ქვეთემები, რომლებიც მოიცავს სასწავლო მიზნებისა და მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებულ საკლასო აქტივობებს. I თავი – გარესამყარო მუსიკაში - თემა: ხმების მრავალფეროვნება; II თავი – მუსიკა და ჩვენი ყოფა თემები: ყოფითი საგნები მუსიკაში; თამაშები მუსიკაში. III თავი – ეთნოგრაფია და მუსიკა, თემა: გარესამყაროს ხმები სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მუსიკაში.