,,მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ეს შესანიშნავი ნაშრომი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ესსეს ჰიტლერის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს. იგი აჯამებს ავტორის მრავალწლიან ნააზრევს ამ საკითხის შესახებ. ეყრდნობა რა მრავალფეროვან ბიოგრაფიულ მასალებს, დოკუმენტებს და თანამედროვეთა ჩვენებებს, ავტორი ცდილობს ჰიტლერის პიროვნების ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გამოკვლევას. ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესწავლისას ამოტივტივდება სიტყვა „ავადმყოფობა“, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიტლერის, როგორც ნეკროფილის კლასიკური ტიპის, აღწერა, რასაც ფრომი აკეთებს. მაგრამ ფრომი იმასაც ამბობს, რომ ნეკროფილური ტენდენციები დამახასიათებელია მთელი ინდუსტრიული საზოგადოებისათვის. ფრომის დასკვნებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ მათთვის ანგარიშის არგაწევა არ შეიძლება, განსაკუთრებით, დღეს".