,,წიგნი ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული მისტიკის სიღრმისეულ პარალელებთან ერთად, გამორჩეულია „გადაძახილებით“ აღმოსავლური ფილოსოფიისკენ. ეს წიგნს განსაკუთრებულ მთლიანობას ანიჭებს და მკითხველს ფართო ჰორიზონტების უხსნის.
... ასეა თუ ისე, პლატონიც და არისტოტელეც ასახელებენ და ეყრდნობიან „ძველებს“, „საწყისში მყოფებს“, რომლებსაც უკავშირდება საკრალური ტრადიცია, რისი ნაწილიც არის თავად ფილოსოფია, რომელიც „ღვთაებრივი ძღვენია“ და არა – ადამიანის მიერ გამოგონილი რაიმე ხელოვნება-ტექნე. სწორედ ამით განსხვავდება პლატონური თუ არისტოტელური ფილოსოფია გვიანდელი პლატონიკოსებისაგან, რომელთათვისაც ტრადიცია – ესაა, უპირველეს ყოვლისა (თუ – ერთადერთი არა!), წინამორბედთა ტექსტები: ჰომეროსი, პლატონი თუ არისტოტელე".