ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სამანელები : 61 ამბავი

გამოცემის წელი2023
გამომცემლობაარტანუჯი

„„თან საკითხავის“ სერიით გამოცემული როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი შეთქმულთა რაზმის „სამანის“ შესახებ ამბებს აერთიანებს. 1941 წელს, თბილისში დაარსდა არალეგალური სამხედრო-მეამბოხური ორგანიზაცია, რომელიც ახლად გაჩაღებული მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში, გერმანიის ჯარებთან ერთად, საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გამოხსნას ისახავდნენ მიზნად. 1942 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზაციის 33 წევრი, დანარჩენების დევნა კი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. „სამანი“ აბრევიატურაა და ასე იშიფრება – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაცია (ახალგაზრდა ნაციონალ-სოციალისტები). სამანელებმა თუშეთის მთებს შეაფარეს თავი და თავისუფლებისთვის ბრძოლაც იქიდან გააჩაღეს. „სამანის“ ერთ-ერთი მეთაური იყო პოეტი ადამ ბობღიაშვილი. კრებულში, „სამანელთა“ ისტორიასთან ერთად, ადამ ბობღიაშვილის (ფსევდონიმით ადამ ალვანელი) შემოქმედებითი თავგადასავალიცაა მოთხრობილი, რომელიც ელვარე ნიჭიერებით და თავგანწირვით, მისივე ტრაგიკული ბედის ორგანული ნაწილია".