„პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში. პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“ – როსტომ ჩხეიძე.