წიგნში განხილულია: ცხოველთა ეპოსის ცალკეული ქვეჯგუფების (საკუთრივ ცხოველთა ზღაპრების, ეტიოლოგიური გადმოცემების, კუმულაციური ზღაპრების) საზღვრები და თავისებურებანი, ცხოველთა ზღაპრების ფუნქცია, მისი ორსახოვანი პერსონაჟის გენეზისის საკითხი-მიმართება მითოსურ სახეებთან, ეთნოგრაფიულ წარმოდგენებთან. გაშუქებულია: ცალკეულ პერსონაჟებთან დაკავშირებული სიუჟეტები, მათი მხატვრული ანალიზი და სხვა.