წიგნში განხილულია ზღაპრული ეპოსის, მილი სამივე ქვეჟანრის (ცხოველთა ეპოსის, ჯადოსნური და ნოველისტური ზღაპრების), მიმართება უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან, რის საფუძველზეც ახლებურ გააზრებას იძენს ზღაპრის ცალკეული მოტივები და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც; გაშუქებულია ზღაპრული ეპოსის განვითარების ძირითადი ეტაპები; საუბარია მისი პერსონაჟების გენეზისის საკითხზე; მოცემულია ცალკეულ სახე-სიმბოლოთა ახსნის ცდები; გამოკვეთილია მეტამორფოზის, სამყაროს ხის ფუნქციები ზღაპარში, სამმაგობის პრინციპის დაცვის გამომწვევი მიზეზები და ზღაპარმცოდნეობისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.