მონოგრაფიაში განხილულია ინფორმაციის დოკუმენტირების, კომპიუტერული ინფორმაციისა და ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები. საქართველოს კანონმდებლობის ფონზე გაშუქებულია სასაქონლო და არასასაქონლო ინფორმაციული ურთიერთობები. შესწავლილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციის თავისებურებანი და ინფორმაციული კულტურის პრაქტიკული პრობლემები ეროვნული ინფორმაციული უსაფრთხოების სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით.