წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს და მოიცავს საკითხებს, რომლებიც აბიტურიენტებს ეძლევათ ზოგადი უნარების მათემატიკურ ნაწილსა და მათემატიკის გამოცდაზე. პარაგრაფების უმრავლესობა დაყოფილია ორ “ა” და “ბ" ჯგუფად. “ა” ჯგუფში მოცემულია საკითხები, რომლებიც ძირითადად შეესაბამება ზოგადი უნარების მათემატიკურ ნაწილს. “ბ” ჯგუფის საკითხები კი - მათემატიკის გამოცდის მოთხოვნებს. სახელმძღვანელოს ბოლოში მოყვანილია დიდი რაოდენობის ამოცანების დაწვრილებითი ამოხსნა და მეთოდური მითითებები ამოხსნისათვის.