ნაშრომში შესწავლილია სელჩუკთა მიერ ანატოლიის თანდათანობითი დაპყრობა, თურქული ეთნიკური ელემენტის მომძლავრება, ურთიერთობა ბიზანტიასთან. მანასკერტის ბრძოლა და მისი შედეგები ამიერკავკასიისათვის. საგანგებოდ გამახვილებულია
ყურადღება ე. წ. „დიდი თურქობის" საკითხზე საქართველოში. არის ცდები გიორგი მეორის მოღვაწეობის ახლებურად შეფასების. გათვალისწინებულია აგრეთვე დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ფეოდალურ ერთეულებად დაშლის მნიშვნელობა საქართველოსათვის, დახასიათებულია დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პირველი პერიოდი.